kids.ge logo

შემომღუღუნე, ჩონგურო

ფავორიტებში დამატება
შემომღუღუნე, ჩონგურო,
აკვნესდი, ამაკვნესია;
მორწყე და აბიბინე
გულს ვარდი დანათესია,
ჩემთვის კვნესაში სილაღე
რამდენი ჩანალესია!..
მოჟღარუნდი ხმატკბილად,
ტირდი, ამატირია!..
ჩემთვის ღვთის პირით ტირილში
სამოთხე დანაპირია,
ტირილით გაუმთელდება
გულს მოტეხილი პირია.
ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი
მაშინ, როს აქა ვტირია.
თვალს ნუ მარიდებ, ლამაზო,
ჩემკენ მოღე პირია.
შენს მზერას ჩონგურის ხმაზე
რაღა სამოთხე სჭირია?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026