kids.ge logo

ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

ფავორიტებში დამატება
მოდის ახალი წელი,
თოვლით მოსილი ღამე,
მიწას ედება ცელი -
ფანტასტირი რამე...

ღამით ფერდობებს ფიქრის
ესხა ღვარი და თქეში,
აწ პროპელერი მიჰქრის
და დუმილია ტყეში.

მოზიდულო დილა,
მკრთალო დღირო მთვარე!
ლურჯად ელვარებს სილა,
გაყინულია მხარე.

მე მეზმანება პალმა,
შობის ხეებში რგული,
ერთმა ბოროტმა რკალმა
მასზე დაჰკიდა გული.

გი ხე არის თალხის
მწარე მირონის ცხება,
მშვიდობინი ხალხის
მასზე ჰკიდია წყება.

გაწყდა მრავალი ტომი,
გული რკინის და თუჯის,
მოდის მსოფლიო ომი
და კანონადა ქუჩის.

მოდის მედგარი გრდემლი
ცეცხლით, ტყვიით და რღვევით.
ვის არ უგრძვნია ცრემლი
შობის ხების რხევით?

მიწა მოიცვა ალმა,
თოვლიც მოვიდა თეთრი.
ფანტასტირი პალმა
დგას შემკობილი ცხედრით.

სული ომებით ბოდავს,
სული სავსეა სისხლით,
კაცთა თვითეულ ცოდვას
ითვლის თვითეულ მისხლით.

რა საჭიროა თალხი,
თუ უგულოდ და ძალად
მშვიდობინი ხალხი
დაემსგავსება ჯალათს?

ვისაც უნახავს ნისლი
და არ ჰქონია სახლი,
მას გულიდან სჩქეფს სისხლი
და სისხლს ულოკავს ძაღლი.

გაფითრებულო დილა,
გაფითრებულო მთებო,
ცას გადასცილდა ლილა
და ნისლიანი თებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მიმღერე რამეროგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული! დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე, იმას იგონებს დაღო...თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...ეს მშობლიური ქარიაI შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026