kids.ge logo

დგება შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
გუგუნებს ალი მხირულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.

რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო.
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით.

სხვა მხარები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნირება.

სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით,
ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები.
შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით,
რომ გაფანტონ მოგონებები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარი ქრისქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა...ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...ისევ ეფემერარა ამოძრავებს კიპარისის ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი? ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს: მაინც მწვერვალებს ე...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026