kids.ge logo

მცხეთიდან

ფავორიტებში დამატება
სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ აშენა იმ სიმაღლეს? რა პოტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?

ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.

ჩვენ გავირეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
და ისევ მთები... მეჩეთია ეს თუ საკანი?
თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?

სულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,
მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქარობას,
მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,
სე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმარობას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეტეხი იდგა რუხი, პიტალოცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს, მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმ...ქებათა ქება ნიკორწმინდასმაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც აა...ჰამლეტის ქნარიამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში,ოფელია! ტკბილი ნანა სულს ...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026