kids.ge logo

თვალს მიხვევენ...

ფავორიტებში დამატება
თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ,
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირეში!

მამა-პაპის სწორ გზაზედა
სირულსაც კი მიშლიან,
მაგირად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,
გინდა იყოს ეკლინი:
ვიცი, სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

და თუ ვინმემ გადუხვი
და გადასდგა მრუდედ ფეხი,
გაუსკდეს მას დედამიწა
და დაცეს თავზედ მეხი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026