kids.ge logo

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

ფავორიტებში დამატება
ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რამე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რამე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რამე აქვს სახსოვარი.

სამშობლოვ, მარად მსასოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი -
ყველას რამე აქვს სახსოვარი

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....ქარი ქრისქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა...რაც იქნეს – იქნესროს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ მენატრებიან ფრთები თეთრები, მაინც არავის არ ვევედრები: გზა გამასწავლეთ, გ...ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026