kids.ge logo

ისევ მესხის გამოხედვა

ფავორიტებში დამატება
შენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა.
ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა.
ომთა გრგვინვა და დროშები თამარ მეფის ორბთა
შენ ბრწყინვალედ გამოსახე, დიდებულო შოთა!

ახსოვს იმ შენს ოქროსფერ წლებს, გორს, ასპინძას, მცხეთას
თუ რამდენჯერ სიკვდილისთვის თვალში შეგიხედავს...
სიკვდილმა ვერ ისიკვდილა, უჭკნობ დაფნის რტოთა
უკვდავების მტარებელო, დიდებულო შოთა!

მხოლოდ გმირთა თავდადების გზა იყო და არის
ღირსი დიდი სიყვარულის მშობლირი მხარის.
და იმ “ვეფხისტყაოსანით” ბევრი, არა ცოტა,
გამარჯვების დღე ყოფილა, დიდებულო შოთა!

თვით ქაჯეთის არ არსებობს ციხები შავი,
ძმადშეფიცულ მეგობრების რომ არ ლეწდეს მკლავი.
მათ საზღვარი გადალახეს ათასნაირ შფოთთა,
და გვინათებს შენი სახე, მზეთა მზეო, შოთა!

თინათინის და ნესტანის სიყვარულის ღირსი
მხოლოდ გმირთა უკვდავება არის მარადისი!
შენს გარშემო ყველა დროის მღელვარება რბოდა,
საყვარლეს სამშობლოის მშვენებაო, შოთა!

მარგალიტთა დიდთა მტევნად და ოქროდა ჰქროდა
სიტყვათ შენთა შადრევანი, ცემა ჩოგანთ შნოთა.
შენი გული უსასრულო სიყვარულით თრთოდა,
შოთა, ერის სიქადულო, ღვთაებრივო შოთა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარით დატირებულიქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი, მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი. და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა...სიბერემე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს), თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_ ეხლა რ...ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებსრა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს, ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი. მას სამოსელი ბრწყინვალების და გამა...ი.ა.ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით. და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026