kids.ge logo

მესხის გამოხედვა

ფავორიტებში დამატება
ის გამოხედვა მზირი
შვილთა ვალი და სესხია,
შეგრძნება ტიტანირი,
ტყვი: ნამდვილი მესხია.

ის გამოხედვა სხვა, წრფელი,
ვერავის ვერ მოესყიდა
და ამაყობდა ქართველი
იმ ერთი ვინმე მესხითა.

იმ გამოხედვით არეებს
უკვდავი ცა მიესხურათ,
ვეფხვების შემოგარეებს
სხვა ვერვინ იტყვის მესხურად.

ის გამოხედვა გასდევდა
შთამომავლობას მესხივედ,
იბრძოდა, თავს გადასდებდა
თავგანწირული მესხივით.

რის ტალღათა მოხეთქვა
ძლირი, არ უნებური.
მითხარით, სხვა გამოხედვა
სად არის მესხისებური?!

გრიგალია თუ სეტყვაა,
არ მეშინია მე სხვისა,
ქართველში გამოხედვაა
იმ ერთი ვინმე მესხისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბავშვობის დღეებიგაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუ...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...აკაკის ლანდიმდუმარე მხარეს შორი მთებისას დაჰხარის ღამე და ანდამატი. იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა, გამოჩნდა მაღალ პოეტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026