kids.ge logo

ჰე, მამულო!

ფავორიტებში დამატება
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: “სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითელისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვალუწვდენელი, დაუსაბამოთვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავს...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...ქართული ორნამენტიმკვეთრი, ნათელი და შორი გრძნობიერია ზმანება, ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი ხაზების ახოვანება! ღვრის იისფერი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026