kids.ge logo

ლარიქს სიბირიკა

ფავორიტებში დამატება
(larix sibirica) ციმბირის ნაძვი
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?
ლენა, ენისეი, ზაბაკალიე...
აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა
ბოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.

სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოტი,
სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოთი!
განდევნა მიწამა, ცამ ვერ შერიგა
მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.

ნეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოლი.
დღები სითბოსი ვერვინ დარიგა
და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა

ყო დაკარგული - წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღათ და გადასახლებათა.
დიდი გარდატეხის ზარი დარეკა
და შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!

აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო.
ტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო -
ვითარ დიდია იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა

გერ მონადირე მოდის, ვით წველი,
და მას ათასფერი მოაქვს ბეწველი.
თოვლი, როგორც მტვერი, ისე დარეკა
შენმა განრტობამ, ლარიქს სიბირიკა!

ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების,
რაცხელია ოქრო - ოქროების,
შემჭიდრობულთა არა აქა-იქა
გადაჭიმულია ტუნდრა და ტაგა.

მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებით
მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები
რაც კი ფაბრიკების დიდი მილებია,
დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია.

ყინვა გადავიდა, ნისლი გარეკა -
მაისს გამარჯოს, ლარიქს სიბირიკა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვისთვისვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ა...ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდაუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა; მე მქონდა ბინა, თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს ...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026