kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოლია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაღო სუყველა!”..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენირია!..
მისი ტანისამოსი
ცხო და მრავალფერია!

წინ მოუძღვიან ჩიტები
მაყრულით სამურითა,
ბულბული ჩანგით დახვდება
და შაშვი სალამურითა.

მერცხალი მახარობელი
ჭიკჭიკით მონავარდე
და სუნნელების მფრქვეველად
მზად ზამბახ, ია, ვარდია.

ქვეყანა მაჯას გაიხსნის,
გული დაწყებს ძგერასა
და სადუმლო სიმებით
წყებს ბუნება ჟღერასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026