kids.ge logo

გლეხის საჩივარი

ფავორიტებში დამატება
დიდება შენდა, უფალო!
რასა გვთხოვს? რა მოცია,
რომ ჩამოგვიდგა ჭირივით
სოფელში ეგზეკუცია?

სადღაც ვიღაცას რაღაცა
ვითომდა ჩადენია,
ახლა ჩვენ გვახდევინებენ,
მოგვდვეს ცეცხლი და გენია!

კომლზე სამ-სამი თუმანი
ადვილად გაწერია!
თითქოს ეს გადასახადი
გლეხისთვის არაფერია!

სად შეგვიძლია ამდენი,
რომ მოვაგროვოთ ხელადა?
უნდა შორს სადმე წავიდეთ
ფულების საძებნელადა.

რომ დავბრუნდებით, დაგვხვდება
სოფელი აოხრებული,
ცოლ-შვილი ნამუსახდილი,
ჯახი ატირებული.

რომელ ერთს უნდა გავუძლოთ,
სირცხვილს, თუ აოხრებასა?
რად არ მოხედავ, უფალო,
გლეხკაცის გაჭირვებასა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026