kids.ge logo

ვაჟა-ფშაველას

ფავორიტებში დამატება
ნას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!

ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშარის ჭკუა-გრძნობითა.

და რაც არ გადმოგიცი
მის შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.

ვიცი, რომ ფშავლის სოფელი
წმინდაა, მაღალ მთისაო,
ნა - მეტყველი სიმართლის,
გულ-მკერდი - ფოლადისაო.

წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,
სადღესოდ სჭრის კალამი…
გადაეც ბარის მგოსნისგან
მთილებს ძმური სალამი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026