kids.ge logo

ილიას მოკვლის გამო

ფავორიტებში დამატება
I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა?

რა, არა!.. მითქმა-მოთქმა -
ეს მშიშარა ტყულია...
ის მშობელი არ მოჰკვდება,
წარმოშობა ვინც ილია!

გრძნობა კვდება, გონება კი
კუთვნის წინ, მომავალსა...
გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის
და უკაფავს გზა და კვალსა.

და მიტომაც, ვინც მოჰკვდება,
განა ყველა ითქმება მკვდრად?
ზოგი ჩადის ბნელ საფლავში,
ზოგი აქვე რჩება ლამპრად.

და ილიაც არ მომკვდარა...
მამულისთვის რჩება ლამპრად,
მაშინ როცა მისი გვამი
გადიქცევა მიწად და მტვრად.

რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი
ბუნებისგან მოცემული,
მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს,
ფიანდაზად დასდვა გული!..

თავი დასდვა ქვეყნისათვის,
მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ:
მეფესა და ყიფიანსა...
იმ ორ ქართველს, განდიდებულთ!

მაგრამ ამათ სიკვდილშიაც
განსხვავება არის დიდი:
უფრო მწარე და მწვავია,
როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!..

მეფე მოჰკლეს მონღოლებმა,
დიმიტრიც მტრის მოკლულია!..
მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე
გამოგვტაცა ჩვენ ილია?!

ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!..
ის ქართველად არა მჯერა,
ვინც გაბედა და ილიას
დამოკლა ბედისწერა!..

თვით ისო მაცხოვარმა,
ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული,
თანაშემწედ აირჩი
თორმეტი მოციქული.

და მათშიაც გარი
გამცემელი ის იდა,
შურმა, მტრობამ, ბოროტებამ
ვისაც გულში დაბუდა!..

მაგრამ რჯული რჯულად დარჩა
და იდა მხოლოდ კრულად.
მას საღმრთო ისტორი
საკუნოდ ამბობს სრულად!..

და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს
მოღალატე ერთი-ორი,
მსგავსი ისკარიტელის
და იდას თანასწორი,

მით ჩირქი მთელ ქვეყანას
გაურჩევლად არ ედება!
მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს,
გულში ცეცხლი ეკიდება!..

II

ახლა შენთან მაქვს საქმე, იდავ,
წინ წამოდექი! ნუ იმალები!
და ვერაგობით ძლევამოსილი
გამოჩინე შენი თვალები!

ღრმა მოხუცებულს და ნამაგარს
რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა,
გარეშე მტრების სასიხარულოდ
სევ მათგანვე მოტყუბულმა, -

რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად
შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას
და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა,
ორკეცებდი თვით საძაგლობას?

მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა?
ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი
და გეგონა, რომ ორივე მხარეს
საშვილიშვილო დაეც თავზარი?

რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის
მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე
და საქართველოს კი ძველი აღთქმა
ისტორილი მით გაახლე.

დრობით დაღლილს და მიძინებულს, -
ის გამოხელს მაგითი თვალებს
და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ
შენებრ მეთაურს და ნაძირალებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026