kids.ge logo

ციკოს თოვლის პაპა

ფავორიტებში დამატება
ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩარიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია -
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად -
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დახუროს.

ფუღუროსკენ გაშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს...
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

“მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ხალი წლის ნაბიჯებს!..”

ცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას -
ნუთუ, უკვე მოვიდა?

მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.

დანახეს თოვლის პაპა...
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,

იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
ბა, როგორ უცქიროს -
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...მელაკუდას მაღაზიაუღრან ტყეში მელაკუდამ გახსნა დიდი მაღაზია და წარწერა ჩამოკიდა “შემობრძანდით, არის ღია”. სავსე არის დახლებ...მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...თოვლის შვილიშვილიგაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ ...ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026