kids.ge logo

სტუმარ-მასპინძელი

ფავორიტებში დამატება
ბა დელია-დელია,
ყვავმა იშოვა ყველია,
პატარა ლხინი მოწყო,
მოპატიჟა მელია.
მართალი არის, მელი
ლოთი და ღვინის მსმელია,
მაგრამ რას იზამ, წესია,
მელია მეზობელია.
მელა მაგიდას მიუჯდა,
ყვავს გადახვია ხელია,
ყვავმა სასმისი აუვსო,
მიდღეგრძელეო კერია.
მელამ სასმისი დაცალა,
ზედ დაყოლა კვერია,
კვერს დაყოლა ყველი
და როცა ყველი არ ეყო,
ყვავს გამოჭამა ყელია.
სე დამთავრდა ქეფი,
ბა დელია-დელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხულიგანიიყო ქორწილი ორისა, შევარდნისა და ქორისა, მოფრინდა მართვე არწივთა, თამადად დაჯდა ყანწითა, გვერდით მოისვა ხ...პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...ქეთინოს ბაფთებიგადაიფრინეს პეპლებმა ათასფერადი ტრამალი, უხვად მიირთვეს ნექტარი, ვით უკვდავების წამალი. დაკოცნეს ვარდი, ყ...ტელევიზორი- გადაცემა ვისზეა, ყვავზეა თუ ჩხიკვზეა? - სულერთია, ვისზეა, ჩართეთ ტელევიზორი! ... და მთელი დღე ასეა, ყვე...დღეობახვალ არის ჩემი დღეობა, იქნება დიდი ღრეობა. უკვე დღე არის მესამე დანებს და ჩანგლებს ლესავენ, ჩამოვლენ, როგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026