kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...სამი კნუტისახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ცეტა დახტის ალთა-ბალთას, უკან დასდევს ბატს და ქათამს, თვალებს ისე...სიმღერა წიგნზეხეზე გალობს მგალობელი, მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხ...ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...სიმღერა საქართველოზემოკაშკაშე ცაო, ზღვაო, ლიცლიცაო. დათოვლილო მთაო, მთაო, ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სულ იშრიალეო, საქართველოს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026