kids.ge logo

სამი კნუტი

ფავორიტებში დამატება
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.

ცეტა დახტის
ალთა-ბალთას,
კან დასდევს
ბატს და ქათამს,
თვალებს ისე
ცეცებს,
ვერ გავიგეთ,
რას ეძებს...
ხან ტყეშია,
ხან - მინდორში,
ხან - ხეზე და
ხან სხვენზე.

ზანტა დარდიმანდია,
ბაფთინი ფრანტია,
რაფერზე არ ფიქრობს,
სულ დივანზე აგდია.
სე ნებივრობაში
თენებს და აღამებს.
სახლს რომ ცეცხლი გაუჩნდეს,
თვალს არ დახამხამებს.

ბუტია კი
ბუტუსურა,
დახეთ, სულმთლად
თავს გასულა!
შინარებს
გაბუტა
რაღაც მიზეზ-
მიზეზით,
შინ შემოსვლა
ღარ უნდა
და საწვიმარ მილზე
ზის...

„რას გვემდურის ნეტავ?!“ -
კითხვას ვერვინ ბედავს...
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.
ვაი, იმათ დედას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იჩახჩახე ჩიჩილაკოთეთრად ელავს ბურბუშელა და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს. ზედ კი ბებო ნელა-ნელა ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლ...ნაძვის ხეონაძვის ხეო, ნატვრის ხეო, გული ლხენით აგვივსეო. ნუ დაგვღალე, თოვლის ბაბუ, საჩუქრები გვაღირსეო....კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...ზღარბიზღარბო, ზღარბო ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა, ნეტავ შენი დედიკო როგო...ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026