kids.ge logo

ახალი წელი

ფავორიტებში დამატება
ნათა, ახალი წელიც
გამოჩნდა თავისი ალმითა;
სუყველას ჩამორა
კარისკარ, ტკბილის სალმითა.

ბალღებს შესძახა: - მოვედი,
დექით, ძილი კმარაო,
მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან
ამ დროს ვერ გახარაო.

თან მოვიტანე თქვენთვისა
სიმკვირცხლე, სიხარულიო,
ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო:

თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,
ბასილა, თაფლის კვერიო,
ვაშლი და თხილი მრავალი,
უხვად სხვაც ყველაფერიო;

ბურთი, ბზრილა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო,
წიგნები ნაირ-ნაირი,
ერთი მერის მჯობიო.

დე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,
იხტუნეთ, იცქრილეთო,
სხვა წლისთვის შესაგებებლად
ჩემი დღები თვალეთო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026