kids.ge logo

იჩახჩახე ჩიჩილაკო

ფავორიტებში დამატება
თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს.
ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:
- ჩემო ირა, ლილი, ასმათ,
ეს ქართული ნაძვის ხეა,
პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა ხვავით.
- რა ჰქვიო? - თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! -
და სამივემ ლამაზ სტუმარს
მიუმღერა ტაშის დაკვრით:
- ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის ამკობ,
გსურს პატარებს საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
ჩახჩახე, ჩიჩილაკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ასოხატულა კუნწულებიარჩევანი, არადანი. ალამს ახვევს ალამდარი. ამ მიწის და ამ ცის დარი არის სადმე? - არსად არი! ბილიკ-ბილიკ ბუ...ჭკვიანი ბაჭია- ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ, რამდენია, ბაჭია? - არ დაიბნა პაწია, ორი ყური ასწია....უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...ვანოტირის ბიჭი ვანიკო, მთელი ბაღი აიკლო, ესევიან ბავშვები: - ჩვენს ბაღში თუ დარჩები, წამით აღარ მოიწყენ ისე გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026