kids.ge logo

საქართველოს ღირსი

ფავორიტებში დამატება
დედოფალი შუშანიკ,
ჩუმი ლოცვა მისი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დედის უბეკალთიდან
აფრენილი ნისლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დავითი და ერეკლე
და დიდგორის ფიცი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

მეფეთ მეფე თამარი
და ზარები ცისკრის,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

კრწანისთან და შამქორთან
დანთხელი სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

თას ერთი ტკივილი,
მოწოლილი დარდი
საკუთარი ხელებით
დაგებული ფანდი,

ვიდრე მკერდში გული
და ძარღვებში სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს, ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად, ქარში ვდგავარ, ისე გავითოშე, სატრფოსავით ჩავე...მკითხავი ქალიმკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი, ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი. ჩემს მორჩილებას, დაუფლე...დედაენადედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო. დედაენა, სიტყვის კონა, მ...ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026