kids.ge logo

ხე დარგე

ფავორიტებში დამატება

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაქარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გატან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...მზესთან ერთადმზე ჩამოდის ფეხით ციდან, ფანჯარაში ჯდება ჩიტად, იმ სიმღერის ჭიკჭიკს იწყებს, მე რომ მომწონს, შენ რომ გინდა...დღეგრძელობის წამალივინც იხეხავს კბილებს დილით, კერკეტ კაკალს გატეხს კბილით. თავს მხნედ იგრძნობს, კოხტად ივლის, თუ ვარჯიშობს ...გახსენებაროცა ვიტყვი ი მაშინ გამო...დი! ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მ...ქვაზე ამოკითხულივაი შენ, წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადა, შორით დაგიდექ, შორიდან არა, არ ღირდი ცქერადა, ახლოს მოველ და დამ...
„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მორის ფოცხიშვილის ლექსი „ხე დარგე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026