kids.ge logo

უშგულელი თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოგელვებს,
მირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
ცის, ყველა ელოდება.

თბილისში კი, სვანურ კოშკში
ჩააბრძანეს საკარცხულში, _
გვერდით უდგას ანდრო ბიჭი,
თეთრი ჩოხა-ახალუხით.

ხურჯინიდან საჩუქრები
მოაქვს და ბაბუს აწვდის,
პატარები ჟრიმულით
მოლიან თავ-თავის წილს.

უშგულელმა თოვლის ბაბუმ
ბავშვებს ნატვრა აუხდინა,
საჩუქრებით აავსო და,
მათთან ერთად მოულხინა.

ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნია და ზამთარიდღეს დედოფალი იქნება, ხვალ ალბათ - მასწავლებელი. მსახიობია ნიაკო, ხანდახან კიდევ - მოდელი. ლექსებიც ძლიერ...ჩემი ქალაქიისეთი ლამაზი ქალაქია, ცვარიც კი ვარსკვლავად ბრწყინდება. სავსეა ღიმილით, სიყვარულით, სიმღერაც არავის სწყინ...ტასო ვარ თუ პეპი?!პეპის თუ მეძახიან, ტასო რაღას დამარქვეს, დოლს ნუ უბრახუნებო, ჰოდა, ლამის წამართვეს. რომ იცოდეთ, ეს დოლი გ...მიხარიაიცით? გამოცდისთვის ემზადება ლალი, გახდებაო, ბებომ, - სასახელო ქალი. ჩემი დაა ლალი, გამიბრწყინდა თვალი....ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026