kids.ge logo

საოცარი ქვეყანა

ფავორიტებში დამატება
ზღაპრის გუდა ამ დილით,
გზაზედ შემომეყარა,
მითხრა თურმე არსებობს,
საცარი ქვეყანა,

გასაკვირად ჩვენისა,
დავიწყნიათ იქ მტრობა,
სიყვარული ბატონობს,
მეგობრობა და ძმობა.

დახეთ ჰოი საოცრება,
მამალს ახლავს მცველია,
და ეს მცველი ვინ არის?
კუდფუმფულა მელია.

ბეღელში კი თაგვები,
სიმინდს ფშვნიან,მღერიან,
იხვები არხენად,
დედას ელოდებიან,

ხელკავით სეირნობენ,
ბაყაყი და გველი,
მინდვრად კრავსა სდარაჯობს,
ის მსუნაგი მგელი.

მშვიდად სძინავს ხუხუნებს,
დიდი ძაღლი ,,დისო’’
მის ზურგზე დასკუპულა,
პაწაწინა ფისო.

ფუტკრებს კი დაწურავთ,
თვისი თაფლის ფიჭა,
სტუმრად დათვი მოვიდა,
დინჯად მობიჯა.

მონადირემ თურმე,
გადააგდო თოფი,
ჩიტი ლაღად ჟღურტულებს,
ტოტზე ზის ოფოფი.

მერცხალი კი ჭიკჭიკით,
დაქოთქოთებს ბუდეს,
მტერი არვინ არა ჰყავს,
სიყვარული სუფევს.

ეს ზღაპარიც დრობით,
დავასრულოთ უნდა,
კვლავ გეწვევათ ძილის წინ,
თქვენ ზღაპრების გუდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იხვის ჭუკიყვითელა ვარ, იხვის ჭუკი, ძლიერ მცხელა,ტანში მზარავს, არსად არის ამ ეზოში, ჩემთვის გუბე-აბაზანა?...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...გაზაფხულიგაზაფხული სურათია, თვალწარმტაცი,მომხიბვლელი, იებით და ენძელებით, გადიჭედა მინდორ ველი, ღიღილო და ვარდკაჭა...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026