kids.ge logo

ქართული სტუმართ-მასპინძლობა

ფავორიტებში დამატება
ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,
ჭიანჭველას და რწყილის
ანგარო ძმობისა?
გახსოვთ ჭიანჭველა, რომ
ორმოზე ვერ გადახტა,
და მის გადასარჩენად,
წყილს რები გადახდა?
და გავიდა დრო, ჟამი,
ის მეზღაპრე არ ხუმრობს,
დიდი ხონჩით ჭინჭველა,
მის დაქალსა რწყილს სტუმრობს.
ბევრი ფიქრის შედეგად,
დაიმშვენა მან ხელი,
და მიართვა რწყილუკას,
ხონჩით ჰემატოგენი.
წყილი მჯდარი წინ კარში,
ქსოვით იყო გართული,
ყველას მოგვეხსენება,
მასპინძლობა ქართული.
ცებ ზეზე წამოხტა,
რა დალანდა ძმობილი,
მეგობრობა აერთებთ,
ჭირში გამოწრთობილი.
იქვე ყავა მიადგა,
დასვა რბილად ფუთაზე,
კაკლის ციცქნა ფინჯნები,
დარიგა სუფრაზე.
ქეთ კეცი დაამხო,
გობზე მოზილა ცომი,
ტაბაკად წიწილები,
ქვაბში თუხთუხებს ღომი.
აქ მწვადები შიშხინებს,
სწვავენ გოჭსა წალამში,
ჭტინტი ყველი აფურჩხნეს,
არ დასტოვეს ხალამში.
წყილი დახტის, კისკისებს,
ლამის ცასაც ეწია,
მეზობლებსაც პატიჟებს,
მეგობარი ეწვია.
გამოღო სარდაფი,
ფქვილი,ღვინო ბევრია,
სტუმრის პატივსაცემად,
მოხსნა დიდი ქვევრია.
ხაჭაპური, ხინკალი,
სალათები და ფხალი,
ხილი და ტკბილელი,
ნაირ-ნაირ ნამცხვარი.
არ დაზოგა ნაზოგი,
სუფრა არის მეფური,
შეიკრიბნენ სტუმრები,
გაჩაღეს ფერხული.
ხმა დაირხა სოფელში,
სახლში ვერ ეტევიან,
წყილმა ლხინი გამართა,
მეგობარი სწვევია.
ყანწებს სცლიან ზედი ზედ,
შემოსძახეს ხალხური,
თავში მსწრაფლ ავარდათ,
ღვინო ალადასტური.
კედლიდანაც ჩამოხსნეს,
აჟღერეს ფანდური,
წყილმა და ჭინჭველამა,
დარეს ქართული.
ეს ქართული სუფრაა,
ი, მართლაც ქართული,
სიყვარული ზემობს,
მღერიან გაბადრული.
დეხეთ როგორ მიღო,
ქართველ რწყილმა ძმობილი?
სტუმართ-მასპინძლობითა,-
ი რით ვართ ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კვერცხი - ოქრო თუ ვერცხლი?ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი, ქოჩომ ატეხა კაკანი, ტყუილად არ დაუკვეხნია, ბუდეში გორავს კვერცხია, გნიასმა ყური...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...რთველირთველი არის ჭიკაანში, გააჩაღეს მარულა, ფოთლებიდან მტევნები, გვიცქერიან მალულად. ალმურ ასდით სიმწიფით, კრე...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026