kids.ge logo

ტყუილები

ფავორიტებში დამატება
თურმე ტყეში ბებერ მუხას,
მოტეხია ერთი ტოტი,
ხის წვეროდან ჩამოვარდა,
საცოდავი ბეჰემოტი.

თევზი წყლიდან ამომხტარა,
კატას გულზე ეტმასნება,
კატაც ლოკავს ეფერება
და იმ თევზსა ეპრანჭება.

უიიი,ამას რასა ვხედავ?
გემი ცაში დაფრილებს,
ელმავალი ვაგონებით,
ზღვაში მარდად დაგრილებს.

კატა, თაგვი, ცხვარი, მგელი
მამალი და მელია,
ერთად სხედან გრძელ სუფრასთან,
ჭკუა გამოლიათ?

ეგ კი რაა უფრო მეტიც,
უნდა გითხრათ ტყული,
ჭიანჭველას ფუტკარივით,
დაწყია ბზული.

ქორი კარში კაკანებს და
თვისთან უხმობს წიწილებს,
მათ კი კრუხის შეშინდათ,
წივლეს და იწივლეს.

სპილომ ზღვაში შებოტა,
ძებნით წელში მოხარა,
მოხსნა თავი მოლუსკას და
მარგალიტი მოპარა.

არ მინახავს,წვიმის ნაცვლად,
ვარსკვლავები ცვიდეს,
გუთანი კი აღმართს ხნავდეს,
წყარო აღმა დიდეს.

შებრუნდა ის დღე და ღამე
ბნელს ანათებს მზე,
დღეს - მთვარე.

დაჯერეთ ყველაფერი,
მე რაც ეხლა გიამბეთ?
ვისაცა გსურთ, დაჯერეთ,
დე მოგგვაროთ სიმე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყის სამართალიმელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნა...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026