kids.ge logo

ბატის ჭუკი საქათმეში

ფავორიტებში დამატება
ერთხელ ბებომ გაზაფხულზე,
კრუხს დადო ბატის კვერცხი,
ერთი ბატიც გვეყოლება,
ამ ჩვენს ლამაზ საქათმეში.

სამ კვირაში გამოჩეკა,
კრუხმა თავის წიწილები,
ერთი ჭუკი გარია,
რომ გენახათ იცინებდით.

ქათმებმა რომ დანახეს,
მობაჯბაჯე ბატის ჭუკი,
თქვეს: მახინჯი გამოსულა,
შეცოდათ დედა კრუხი.

ბატმა ყიყინი დაწყო,
მოდით, ნახეთ მეზობლებო,
მამალიც კი შეშინა,
თავში იშენს ხელებს ბებო.

რა კარგია უბნის ბავშვებს,
გასართობი გამოუჩნდათ,
ბებოს ახალ ბატის ჭუკზე,
ლაპარაკობს მთელი ქუჩა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოსულა შემოდგომა, ბროწეულს კრეფს ლალი, ხიდან ხეზე უკითხავად დანავარდობს ქარი. თემო პაპას დიდ აუზში, ჩაუ...ჩემი ლიმონათიმოვაგროვე ლიმონი, ზუსტად ათი ცალი, გამოვწურე წვენი და დავამატე წყალი, თეთრი შაქრის ნატეხი, ჩავუმატე ათი, ...შემოდგომამზე დანათის მწიფე ყურძენს, მხიარულად მივიმღერი, რთველია და კაკალს ბერტყენ, შემოსულა სექტემბერი. ჭრელაჭრულ...ზებრას იუბილედაპატიჟა ცხოველები, იუბილეს იხდის ზებრა, ზღარბმა ზაგუმ მოიტანა, შუშხუნების მთელი შეკვრა. მელიამ თქვა მე ვ...სკოლისაკენსექტემბრის მზემ ცის კამარა ლურჯად ააკრიალა, სკოლის ზარი სიხარულმა ტკბილად ააწკრიალა. პირველ კლასში მაცილე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026