kids.ge logo

ბეკეკუნას სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ბეკეკუნამ ბაღჩაში,
სულ შესანსლა ნეკერი,
გაზურთა მუცელი
და შეწყვიტა პეტელი.

ვაზის ძირში წამოწვა,
თვალიც მყისვე მილულა,
ნეკერი ესიზმრება,
თვალნათლივ მთლად ხილულად.

ფიქრობს ახლა დავნაყრდი,
თუნდ მომართვან სინითო,
ხვალისთვის შევინახავ,
ვახრამუნებ დილითო.

ძილში კარგა დრომ განვლო,
და მთვარეა მოწამე,
შიშით ზეზე წამოხტა,
თვალში უცქერის ღამე.

სიზმარიც დავიწყდა,
თავი მაღლა ასწია,
ციცქნა ზარის ჟღარუნით,
შინისაკენ გასწია.

სევ მოშიბია,
კვლავ გაბა პეტელი,
ნანობს როგორ არ ჭამა,
სიზმრად ნორჩი ნეკერი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...ბელი და სანდლებიჰა მეზღაპრეც გამოჩნდა, ჩიტიც უსმენს ბუდიდან, ისე კარგი ზღაპარი, ამოიღო გუდიდან. ********** სიხარულსა ვერ ...კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026