kids.ge logo

მრავალჟამიერ!

ფავორიტებში დამატება
შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა სამარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ხალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოფონება შრილი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა სამარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლა...საქართველო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...ასეთი დარი თუ იყო მაშინ?მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით ...ფეხი დამადგით...ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე და...შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს.... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია.... იდგა ბერმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026