kids.ge logo

ბუკნაჭო

ფავორიტებში დამატება
ბუმბულო და უკლანჭო,
ტირის და ტირის ბუკნაჭო.

თუმც დროდადრო ისვენებს
და იწყებს ტირილს თავიდან.
მთლად გაბერა ისედაც
გოგრის ოდენა თავი და

ცრემლების ფრქვევით აჰყურებს
მთვარეს ღრუბლებში განაბულს.
დედა ბუ სახეს იხოკავს,
თავს ტოტებს ახლის მამა ბუ:

თუ ვინმემ გული გატკინა,
ჩქარა მითხარი ვინ იყო.
რა გჭირს, რა ბზიკმა გიკბინა,
რა მოგივიდა შვილიკო?

ბუმბულო და უკლანჭო,
სლუკუნით ამბობს ბუკნაჭო:

-ის საზიზღარი ღამურა
ვერ მოვიშორე ვერაფრით.
როცა მარტო ვარ, მოდის და
თავგასიბულს მეძახის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...ზამთარიმოვიდა თეთრი ფიფქებით ზამთარი, მკაცრი გუნების. აფორიაქდნენ ჩიტები, უცემთ პაწია გულები. ჩიტებო, ალბათ, შეგ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026