kids.ge logo

როგორ გაუჩნდა სოკოს ქოლგა

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი უხსოვარ დროში მოხდა. მაშინ სოკოებს ქოლგები არ ჰქონდათ. ყვავილები იცინოდნენ,-ნახეთ,  მიწიდან მხოლოდ  მოკლე ღეროები ამოჩრილან! ერთი შეხედეთ, როგორი უშნოები არიანო. 

- ეს  უშნო  არსებები ჩვენს ჭრელა-ჭრულა მინდვრებს,  ჩვენს ლამაზ ტყეს სულაც არ უხდებიან,-კვერს უკრავდნენ ბალახები. 

ერთხელ ტირია ღრუბელმა ცა ჩამოაბნელა და იმდენი იტირა, იმდენი იქვითინა, წვიმა მიწაზე სულ ღაპაღუპით ჩამოედინა.  წყალი ღვარად ჩამოსკდა. წვიმის ნაკადულებმა გზა მდინარისაკენ გაიკვლიეს და კეკლუცი პეპელა ანანოც თან გაიტაცეს.  შორიდან მათ მრისხანე მდინარე უხმობდა.

-მიშველეთ, ყვავილებო! მიშველეთ!-დაიძახა ანანომ. 

ყვავილებმა თავი ჩაქინდრეს, წვიმას ლამაზი სახე მოარიდეს. 

-ბალახებო, დამეხმარეთ!  გამომიწოდეთ თქვენი ღეროები!

ბალახები მიწას გაერთხნენ, -აჯობებს, საკუთარ თავს ვუშველოთო.

-მომეშველეთ! მალე ღვარი მდინარეში ჩამიტანს!-ტიროდა ანანო.

-მე ჩამეჭიდე,  ხელი მაგრად მომხვიე!-უცებ  სოკოს ხმა გაიგონა. ანანო მოკლე ღეროს  ჩაეჭიდა. ღვარს გადაურჩა, მაგრამ ლამაზი ფრთები სულ გაელუმპა, ძალა გამოეცალა. 

-მეტი არ შემიძლია, -დაიკვნესა პაწია პეპელამ,-მშვიდობით, კეთილო მეგობარო!

-ხელი არ გამიშვა! -დაიძახა სოკომ,-ნეტავ, მისი დახმარება შევძლო, ნეტავ პეპელა გადავარჩინო...

ნატვრა აუსრულდა, უცებ იელვა, დაიჭექა.  სოკოს  ქოლგა გაუჩნდა. ანანო ქოლგის ქვეშ  მყუდროდ მოკალათდა. 

წვიმამ გადაიღო. მზემ გამოანათა. პაწია პეპელას ფრთები წამში გაუშრა.

-დიდი მადლობა,ჩემო კეთილო  მეგობარო! შენ რომ არა, დავიღუპებოდი!-თქვა ანანომ,-რა კარგია, რომ ქოლგა  გახურავს, ამიერიდან მეცოდინება, წვიმის დროს თავი სად შევაფარო.

ყვავილებმა და ბალახებმა თავი ჩაქინდრეს. მზემ გაიღიმა და დედამიწაზე თავისი ჯადოსნური სხივები გამოგზავნა. სხივებმა წამში დაურბინეს მიდამოს. 

-ბუჰ! ბუჰ!-გაისმოდა   მინდვრებსა  და ტყეებში. ნეტავ, ეს  რა ხმა იყო?  თურმე სოკოებს  ქოლგები უჩნდებოდათ.   მზემ ჯადოსნური ფუნჯი მოიმარჯვა და სოკოები ლამაზად შეაფერადა. 

-შეუძლებელია სიკეთე დავინახოთ და არ დავაჯილდოვოთ!- ეტყობოდა, რომ  მზეს თავისი ნახელავი თვითონვე  მოეწონა.  

მას შემდეგ ყველა სოკოს თავზე ქოლგა ახურავს-დარშიც და ავდარშიც, ვაითუ, ლამაზ პეპლებს ისევ დასჭირდეთ დახმარება!

 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლომსაძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კითხვების დასმა

წაახალისეთ ბავშვი, დასვას კითხვები და გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო თემები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026