kids.ge logo

მუხის ფოთოლი და პაწია ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ზაფხულის ცხელ დღეებში  ფუტკარი ფიანა   მუხის  კენწეროზე   დასკუპებულ ფოთოლს   ყვავილოვანი მდელოების ამბებს უყვებოდა. მუხის ფესვებთან   ნაკადული ჩამორაკრაკებდა და იქაურობას სასიამოვნოდ აგრილებდა. 

ერთხელ  ტყეში ცელქმა ნიავმა   ფოთლები ააფრიალა, ააცეკვა და  და ახალი ამბავიც უშრიალა:

-ზაფხული იწურება, ჩვენკენ  შემოდგომა  მოაბიჯებს!   დროა, ხეს მოწყდეთ!  მალე ქარი მოვა და სამოგზაუროდ წაგიყვანთ.

ფოთლებს გაუხარდათ, იმათგან მარტო ერთი გაჯიუტდა:

- ხეს არ მოვწყდები!   ჩემს მეგობარ ფუტკარს არ  მივატოვებ!

ფუტკარსაც არიგებდნენ მეგობრები:

- საზამთროდ თაფლი უკვე  მოვიმარაგეთ. შემოდი სკაში, უკვე აცივდა, სულ გარეთ რატომ დაეხეტები?

-ჩემს მეგობარ ფოთოლს არ მივატოვებ!-ჯიუტობდა ფუტკარი.

მუხა  თანდათან შიშვლდებოდა. ერთხელ  ტყეში ქარმა  ჩამოირბინა. უცებ დაინახა, რომ ხეს კენწეროზე ერთი ფოთოლიღა  შერჩენოდა. იქვე ფუტკარი იჯდა.   გაბრაზდა ქარი  და მთელი ძალით დაუბერა. პაწია ფუტკარი ტოტს მოწყდა და  ნაკადულში ჩავარდა.  ნაკადულმა იგი ციბრუტივით  დააბზრიალა და თავქვე წაიღო.

ფოთოლმა  მთელი ძალა მოიკრიბა, ხეს მოწყდა და წყალში ფარფატით  ჩაეშვა. ის მეგობრისკენ ნავივით გასრიალდა.  პაწია ფუტკარი ფოთლის  ნავზე  აცოცდა. ფოთოლმა  ნაპირზე გამოცურა. 

დღე მიიწურა. მზე მთებს ამოეფარა. პაწია ფუტკარი სიცივისგან კანკალებდა. 

-ნუ გეშინია, მეგობარო!- ჩაუშრიალა ფოთოლმა და  საბანივით გადაეფარა, ჩაათბუნა.

-უკვე აღარ მეშინია, მეგობარო! -ჩაიზუზუნა პაწია ფუტკარმა და მშვიდად დაიძინა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში

აქტიური თამაშები და ვარჯიში ხელს უწყობს უკეთეს ძილს. მაგრამ მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას ძილის წინ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026