kids.ge logo

ტყეში ციყვების შეჯიბრება გაიმართა

ფავორიტებში დამატება

ციყვი მაცო მთელი ზაფხული  ვარჯიშობდა ხიდან ხეზე ხტომაში, ერთი დღეც არ გაუცდენია. ციყვი  ბაჩო უსაქმურობდა, შუადღემდე ფუღუროში ეძინა, მაცოს დასცინოდა, სულ ტყუილად წვალობ, მაინც მე გავიმარჯვებო. 

-ტყეში მე ყველაზე დიდი, ყველაზე ღონიერი, ყველაზე სწრაფი ციყვი ვარ. ყველაზე გრძელი კუდი-პარაშუტი სწორედ მე მაქვს. ხეებზე ყველაზე უკეთ მე დავხტივარ!-გაიძახოდა ბაჩო. 

საოცნებო დღეც დადგა. შეჯიბრში უცხოელი ციყვებიც მონაწილეობდნენ. ტყე საგანგებოდ მოამზადეს. შეჯიბრს დათუნია მსაჯობდა. მაცომ და ბაჩომ ყველა ციყვი უკან ჩამოიტოვეს და ფინალში გავიდნენ. 

დადგა საფინალო ნახტომის დრო!  ბაჩო გაბედულად გადახტა. ზაფხულში უსაქმურობისაგან  გასუქებული ციყვი მეტისმეტად  დამძიმებულიყო. ბაჩო ხეს მოწყდა, ძირს ტოტების ლაწალუწით ჩამოქანდა.  ხშირ ბალახებში რბილად ჩავარდა, არაფერი დაშავებია. 

ციყვმა მაცომ ისკუპა და ლამის ნახევარ ტყეს თავს გადაევლო. 

-ეს ულამაზესი ნახტომი იყო! -დაიძახა დათვმა,-დამეთანხმეთ,  ასეთი ნახტომი პირველად ვნახეთ! ჩვენმა მაცომ ყველა რეკორდი მოხსნა!

ტყე ტაშის გრიალმა გააყრუა. ჩემპიონს კისერზე მედალი დაჰკიდეს,-ყველაზე დიდი და ყველაზე გემრიელი სოკო. მშვენიერმა ციყვმა-მაცაცომ მაცოს ტყის ყვავილების დიდი თაიგული მიართვა. 

-ახია შენზე, ჩემო თავო!-საკუთარ თავს უსაყვედურა  ბაჩომ,-იზარმაცე? ჰოდა, მიწაზე ამიტომაც  დაენარცხე!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

წაიკითხეთ წიგნები ემპათიის თემაზე

წაიკითხეთ ბავშვთან ერთად წიგნები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ემოციებსა და სიტუაციებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026