kids.ge logo

პატარა კუს ამბავი

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულის ცაზე ღრუბელმა კოკამ გამოისეირნა.

-ვაიმე! კოკა მოდის! ახლა კოკისპირულად იწვიმებს!-შეშინებულმა ჩიტებმა  მაშინვე ბუდეებს მიაშურეს.  ჭიანჭველა ბეგი ბუდისკენ წაცუხცუხდა. კალია გუგამ ისკუპა და ღობეს გადაევლო. თხუნელა თომამ   სასწრაფოდ  მოძებნა მიწაში ხვრელი.  ცხოველები ბუნაგებსა და სოროებში მიიმალნენ. 

-ნახეთ, ჩემი როგორ ეშინიათ!-კოკა სიამაყისგან უფრო გაიბერა. ღრუბელმა ძირს ჩამოიხედა. ეს რა დაინახა!  პატარა კუ -კოლა ბოსტანში შეპარულიყო და კომბოსტოს არხეინად  ახრამუნებდა.  შიში სულაც არ ეტყობოდა.  ღრუბელმა  წარბები შეიკრა, ლოყები დაბერა, დაიქუხა და წვიმა შხაპუნით  ჩამოასხა. 

-შხაპ-შხუპ! შხაპ-შხუპ! ხრამ-ხრუმ! ხრამ-ხრუმ!-იმ დღეს ბოსტანში  ასეთი  ხმები ისმოდა. 

კოკა ისე გაბრაზდა, ფთილები ბოლომდე  დაიწურა.  რად გინდა?  კოლა მას ჩირადაც არ აგდებდა. ბუდიდან ჩიორა დარიამ გამოყო თავი:

-გეგონა, კოლასაც შეაშინებდი? ასედაც მოგიხდება, ბრაზიანო,  მიდი ახლა და აშხაპუნე! 

დარცხვენილმა კოკამ ჩაიგრუხუნა:

- იმას, ვისაც სახლი მუდამ ზურგით დააქვს, წვიმით როგორ  შეაშინებ?  ეჰ! რა გაეწყობა, აჯობებს, გადავიღო! აქედან დროზე გავიპარო!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: იმნაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ შეცდომებზე სწავლა

აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომები სწავლის ბუნებრივი ნაწილია და რომ ისინი არ უნდა შეაშინოს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026