kids.ge logo

გიწვევთ ჩაის წვეულებაზე!

ფავორიტებში დამატება

ლიზიკომ თავისი თოჯინები ჩაის დასალევად მიიპატიჟა.

ორი ქართველი: ნანუკა და ჯაბუკა.

ორი უცხოელი: ბარბიკო და ბეტმენიკო.

ერთიც დათუნია ვინი პუჰი.

გოგონამ ფინჯნებში ოქროსფერი ჩაი ჩამოასხა, 

მაგიდაზე დიდი სინით ნამცხვარი დადო და 

თოჯინები მაგიდასთან დასხა:

-დაბრძანდით, გეთაყვა, ჩაი ტკბილად შეგერგოთ!

-ჩაი ძალიან გვიყვარს! დიდი მადლობა, ლიზიკო!-გაუხარდა ნანუკას.

-მე ჩაი რძით მიყვარს!-თქვა ბარბიკომ.

-მე მურაბით, -გამოაცხადა ჯაბუკამ.

მე კი ლიმნით,-დაიძახა ბეტმენიკომ,-ასეთი ჩაი ძალიან სასარგებლოა!

-მე არც ერთს დავიწუნებ, არც მეორეს,-გაიცინა დათუნია ვინი პუჰმა,- სხვათაშორის, არც მესამეს.

რა კარგია, მეგობრები ჩაის ერთად რომ სვამენ.  ყველაზე მეტად ჩაი ვის მოეწონა? რა თქა უნდა, დათუნიას. მან რძიანი ჩაიც დალია, ლიმნიანიც, მურაბიანიც... ისე მოეწონა, რომ მეგობრებს დათუნია ვინი-პუჰის სიმღერაც კი უმღერა, საგანგებოდ ჩაის სმაზე სამღერი. აი, ისიც:

ვინი პუჰის სამღერი სიმღერა

არავის თქვას „ვაი, ვაი!“

დაიძახეთ: „ჩაი, ჩაი!“

ლიმნიანი, რძით, მურაბით..

(ერითმება მას უნაბი).

ნამცხვრები და ნაზუქები!

მერე რა, თუ გავსუქდები.

(სხვათაშორის, მინდა ნაღდად,

უნაბიც რომ მომცა ახლა).

მომწონს ყოფნა ჩაის სმაზე

და ჩაის სმაც მომწონს მეტად,

(მაგრამ ჩივილს მაინც ვბედავ,

ეჰ, უნაბიც მომცა ნეტავ!)

ვინი პუჰი დალევს ჩაის

გინდა რძით და გინდ მურაბით,

მეგობრებს ვერ შეედრება

ვერც ჩაი და ვერც უნაბი... 

(ხსვათაშორის, ვერც უნაბი,

ვიმეორებ, ვერც უ-ნა-ბი!)

თუ ხმამაღლა თქმა მოგერიდათ, გულში ფიქრად მაინც გაივლებდით, ეს რა სულელური სიმღერააო. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ნახერხით გატენილი დათუნია  ვინი პუჰის სიმღერაა, თანაც ჩაიზე მისაყოლებელი.

და რაც მთავარია, იმას მაინც ხომ მიხვდით, რომ მეგობრებთან ერთად ჩაის სმა ძალიან სახალისოა.

რაც მართალია, მართალი. მეგობრებთან ყოფნას ვერაფერი შეედრება, სხვათაშორის, ვერც უ-ნა-ბი!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩავლეიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ მოგზაურობა

მოგზაურობა აფართოებს ბავშვის ჰორიზონტს და ეხმარება მას სხვადასხვა კულტურის გაცნობაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026