kids.ge logo

ნიჟარები

ფავორიტებში დამატება

ზღვამ ერთხელ ასე ისურვა, -ტალღებით ფსკერიდან  მოხვეტა და ნაპირზე უამრავი ნიჟარა გამორიყა,-დიდი, პატარა, თეთრი, ჭრელი, მარგალიტიანი, უმარგალიტო...

მარგალიტიანმა ნიჟარამ ხმა არავის ამოაღებინა, სანაპირო ტრაბახით აიკლო:

-მე ვერავინ შემედრებით! არა გჯერათ? თუ ასეა, ახლავე გახსენით სარქველები, თქვენი მარგალიტები მაჩვენეთ!

ყველამ ხმა გაკმინდა, მათ შორის, დიდმა ნიჟარამაც:

-ვერაფერს ვიტყვი,  მარგალიტა მართალია! ის ხომ  ძვირფას თვალს ატარებს. 

ადამიანები მოვიდნენ და ნიჟარები აკრიფეს. მარგალიტას თავისი მშვენიერი მარგალიტი ამოაცალეს,  თვითონ კი ზღვაში მოისროლეს.

-ვაიმე!-დაიყვირა ნიჟარამ,-ჩემი ძვირფასი მარგალიტი წამართვეს! დავიღუპე!

დიდი ნიჟარა ყველას ძალიან  მოეწონა. ადამიანებმა იგი ერთი ადგილიდან  მეორეში ატარეს, ბოლოს იმ ქვეყანაში მოხვდა, რომელსაც ზღვა არ ეკრა.  დიდი ნიჟარა ერთმა კაცმა იყიდა და  თავის შვილებს მიუტანა;

-ბავშვებო, თქვენ ხომ გუშინ  ზღვაზე მეკითხებოდით...

-ჰო, მამა.

-აბა, ზღვის ხმას მოუსმინეთ!

დიდი ნიჟარა ბავშვებს ყურთან მიჰქონდათ და ზღვის შხუილს უსმენდნენ.

დღეიდან ხომ გეცოდინებათ, დიდი ნიჟარები ზღვის ხმებს იმიტომ ინახავენ, რომ შემდეგ ისეთი ადამიანები გაახარონ, ზღვიდან  მოშორებით რომ ცხოვრობენ.

-რა საოცარია!  თითქოს ნიჟარამ ზღვა  მოგვიტანა!

-რა სასიამოვნო ხმა ჰქონია!  მადლობელი ვართ, ნიჟარავ!

დიდი ნიჟარა ახლა მიხვდა, რა ბედნიერებაა სიცოცხლე, როცა ვინმეს გამოადგები, გაახარებ. თავი უსარგებლო ეგონა, არადა, ბავშვებს დიდი, უკიდეგანო  ზღვის ხმა მოასმენინა. 

ნიჟარას უკეთესი რა უნდა გაეკეთებინა! 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრა

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს პრიორიტეტების განსაზღვრა და მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026