kids.ge logo

მინდა რამ ვთქვა

ფავორიტებში დამატება
მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,
სამართლოდ ალაგმულმა?
ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ
შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!

მე ამ ლაგამს წავიძრობდი,
არ მაქვს უცხოს მორიდება;
მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ
ჩემივე ძმა მეჭიდება!

მის აზრი სულ სხვა არის
და სულ სხვას გრძნობს ჩემი გული;
მე სხვა რამე მენატრება, -
მაგას ჯილდო, ანუ ფული!

ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნი
უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში
და არვის კი არ მივყიდო
არც ჯილდოში და არც ფულში!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026