kids.ge logo

მუშური

ფავორიტებში დამატება
სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,
ერთხმად დავსძახოთ მუშური;
გებ მაშინ დაგვავიწყდეს,
რომ გლეხნი ვართ უბედური!

მარტო ჩვენთვის არ ვმუშაობთ,
სხვისაც გვმართებს სამსახური:
ბატონი გვყავს, ვართ საწყალი,
პატრონო, უბედური!

ყველა თავში გვიჩაჩქუნებს,
გარეშე და შინარი;
ცხელსა მიწას უხვად ალბობს
ოფლი, ჩვენგან მონაწური.

ჩვენი ჯაფით მონაყვანი
სხვასთან მიდის საზრდო პური,
შინ ცოლ-შვილს შიმშილი გვიკლავს,
მაგრამ ვინ მიუგდოს ყური?

მათსა საზრდოს სხვა იტაცებს,
სტირის ცოლი მეძუძური,
შიმშილისგან რძე უშრება,
წივის შვილი უსუსური!

ღმერთს ბატონად მოცი
ჩვენთვის ერთი აზნარი,
მისთვის სუყველა ჩვენა ვართ -
მებეგრეცა და მსახური.

მისგან ტანჯვას რომ მოვრჩებით,
მაშინ გვტანჯავს მისი ფური!
პატრონოდც არ ვარგივართ,
როგორც ცხვარი უმწყემსური.

მაშინ ყველა ბატონია!
გამკითხავი სადღა არი!...
მდივანბეგის ბოქალებს
გაღებათ სახლის კარი.

სულ მათ მიაქვთ, რაც რომა გვაქვს:
ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი.
ჩვენ ყოველდღე ტანჯვას ველით!..
გლეხებს რა გვაქვს გასახარი?

სამართალს კოლოფში სძინავს,
ის არს ფულის მეგობარი,
არ იღვიძებს, თუ უფულოდ
მასთან მივიდა სტუმარი!

შინდის წკნელებზე სწერი
ჩვენი სახელი და გვარი...
განვაგრძოთ, ძმებო, მუშური,
ჩვენი სევდის განმაქარი!

ბანს გვეტყვიან ნაღვლინად
არე-მარე, მთა და ბარი!
ნუთუ გულგრილად უყურებს
ჩვენს ტანჯვასა მაცხოვარი!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026