kids.ge logo

მუხამბაზი

ფავორიტებში დამატება
ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,
სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.

არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.

რას მიქვიან პირადი მწუხარება?
- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!

ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი,
თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?

მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?
- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!

ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქმოხდილი,
უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!

თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი;
თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,

მაგრამ მაინც ვიცინი სხვანარად,
და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:

„ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!
ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!“

რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!...
რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026