kids.ge logo

ხალხური

ფავორიტებში დამატება
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა,
დავკარ ხელი, თან ამყვა...
ქალო, შენი სიყვარული,
სადაც წაველ, თან წამყვა.

ქვა უბეში ჩავიდევი,
დამამძიმა, დამძალა!..
ქალო, შენი სიყვარული
გამწარდა, ვით სამსალა.

ქვა ავიღე, გადავაგდე,
მივუმატე ძველ ყორეს...
ქალო, შენი სიყვარულიც
გადვულოცე მერეს!

იმ ქვას წვიმა დაასველებს, -
ცრემლები - შენს სიყვარულს...
მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს
და ცრემლები კაცის გულს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026