kids.ge logo

ხანჯალს

ფავორიტებში დამატება
შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
მოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
მართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
რივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს ატირე დედაო!

ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
მართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
ღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026