kids.ge logo

აბასთუმანი

ფავორიტებში დამატება
ბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემონათა.
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმინი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე…
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი
მოხეტილე ცხოვრების შემდეგ…
სანთლით შუღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი…
წევხარ, ოცნებობ და გენატრება.
დაში რომ დგას, ის ხის საწოლი.
განა ოდესმე დამავიწყდება
ბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯრებიდან მოპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026