kids.ge logo

აკაკის საიუბილეოდ

ფავორიტებში დამატება
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
მავ ჭირით ვარ სნელი,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!


თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიღე, სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ლიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.


დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026