kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
მიწა მაირთო მწვანითა,
გაღმა აჭრელდა ქედები;
სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი,
ჩამოდგა წვიმის სვეტები.
გათბი, გულცივო ქვეყანავ,
მზის პირს მიპყარ გვერდები,
მიწის დუშმანო ყინვაო,
არც ახლა აიხვეტები?!
სიმღერავ, ველად გამოდი,
გულში ნუ დაკეტები!
წეროთაც გადარეს,
მერცხალიც მოფრენილაო;
ფოფა სავარცხლინი
მათ მოუძღვა წინაო.
მოჩენილან ყვავილნი,
წითელ-ყვითელან ქალანი,
უხდებათ დაკუპრვილებსა
მანდილ-გრეხილნი, კაბანი.
ა ბერქუში გვიცინის,
ჟუჟუნა წვიმით ნაბანი.
რაგვმა ლახტი აღო
მირანისა, რა ხანი,
მილეწ-მოლეწა კლდები,
მტკვარს გადინა ჯახანი.
კართანას ფარი წაართვა,
ჟინვანს მოჰგლიჯა ჩაჩქანი;
დევები გაფთხენ, გაიქცნენ,
გადმოყარეს აბჯარი.
მოქიშპე არ გაუშვია,
რო არ დაცეს ხანჯარი.
მუხრანის ველზე მიცურავს
თავაღებული კანჯარი.
დამთვრალა სატიალეი,
მთას თოვლი დაულევია;
ორწყალში ჩამასწევია,
თათრის ჯარ დაულევია.
ბასრის გორდაის ცემითა
კლდები გაულევია;
მთით ბარად ჩამოვარდნილა,
გზა მტკვრისკე გაუკვლევია.

თავის ბუნების ყმა რო ხარ,
რაგვო, იდღეგრძელია!
შენის ვეფხურის ტევებით
გულს წყლული გამიმთელია.
გულით ხომ გხედავ, თუ თვალით,
ვაჟო, ვერ დაგინახეო,
გენაცვალე, მთანი და კლდენი
შაგნებით შამინახეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...ცაზე იარე, მთვარეოცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026