kids.ge logo

მეურმის სიმღერა

(ვუძღვნი ალ. კავსაძეს)

ფავორიტებში დამატება
როგორ ძალიან დაბნელდა,
მთვარეც არა ჩანს ტილი!
როდი ანათებს ბნელს ღამეს
ამ ჩემის ურმის ჭრილი!

რაგვში უნდა გავიდე,
ბობოქრობს, მოაქვს ლოდები!
დევებულა და, რა ვქნა,
ხამი მიბია მოზვრები.

წმინდავ გიორგი! მიშველე,
ნურას შემამთხვევ ავსაო;
წვრილი მებრალვის ცოლ-შვილი,
თორემ არ ვზოგავ თავსაო.

ნუ ატირებ დედა-ჩემს.
რამაანთ ქალსაო,
ხშირს თმას ნუ მოაჭრევინებ
ქალთამზეს, ჩემსა დასაო.
თავს დამინებებს ბალღებსა
ცოლი, გაჰყვება სხვასაო.

მოგივალ ღამის სათევლად,
სანთელს აგინთებ სამსაო.
ცისკარმაც ამოშუქა,
კელაპტრად ეკვრის ცასაო.

თენდება, აღარა ბნელა,
კარგა გაიგნებთ გზასაო.

გაწით, თქვენი ჭირიმე,
ჩემო შვინდავ და გიშელა,
გავედით სამშვიდობოსა,
ეგ არი, ღმერთმა გვიშველა!

გაწით, ჩემო ხარებო,
თქვენ გენაცვალეთ ქედშია!
არც ერთს არ გაგცვლით სხვაზედა,
თუნდ ორი მომცენ ერთშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026