kids.ge logo

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

ფავორიტებში დამატება
მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ,
შენ — ჩემის სიძულვილითა.
ვერ გიღალატებ მაინცა,
თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა,
გულ-დაკოდილი შენგანა
მითაც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა.
გახვეწებ, ვემუდარები
ცეცხლის მქშინავის პირითა,
გარშემო შემოხაზულა
ცხელის ცრემლების მილითა.
თანაც დაგბრუნავ თავზედა
ჩემის ჯვარცმულის ფიქრითა.
შენ ამას არაფრად აგდებ,
მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა.

უცვლელი ვრჩები მაინცა
ჩემის წადილით დიდითა,
სამყაროს იქით რომ მიდის,
მომაკვდავთ განა იცითა?!
წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა
ვილალავ აქეთ-იქითა:
არ დამიშალონ მიმოსვლა
ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა.
შენი ვარ დიდი ერთგული,
ვერვინ შემხედავს იჭვითა.
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026