kids.ge logo

მთათ ძილი

ფავორიტებში დამატება
ხევებში ჩაწვა ნისლები,
განზედ დაყრილან მთანია,
ერთურთზე მიქადლებულნი,
როგორც ერთგულნი ძმანია.
მთვარე ცას შემოსწყრომია,
წყალი ჩაჰხუის შორადა,
ტირილად მესმის ჩხრილი
მისი ხევიდამ ორადა.
გერა, კიდევ იშხივლა,
სული ამოჰხდა სწორადა!
ნამი უმცვრევად მწვანეზედ
ნისლებს ნასტუმრალთ, მრრავალთა,
თან ნამის, სიოს მზიდველთა,
შავთა, შავფერად მავალთა.
შეჰკედლებიან მთათ სამზღვრებს
ორბნი, არწივნი ფრთიანნი;
გავსილა ფრინველებითა
მთების ლოგინი კლდინი.
მათაც დასძინებიათ
ნისკარტდაშვებით, მხრებითა,
წყნარად ჩამოდის ჯიხვები
ვიწრო ბილიკებ-გზებითა;
ბულულა გარინდებულა
ერთად პირნათლის ძმებითა.
შავის მანდილით შეკრულა
ხევხუვი, მთისა ყელები,
ცის ტატნად მისდევს მთის წვერებს
ნელსვივნი, როგორც გველები.
ღარსად ცეცხლი ანთი
წყემსის ფარეხის პირშია…
შორს სამ აყმუვლდა ნადირი
ხშირის ჩონჩხების ძირშია.
ღარსად გუშაგები ჩნან
მთისპირთ დარაჯად მდგომარედ,
ღარც ნაკვანძი ბალახი,
მტრისა ნავალის მხსომარედ.
ვარსკვლავნი მთის წვერთ სწვევიან,
უბნებიან ნანასა:
„თქვენს მტერსმაც მაჰკლავს სიკვდილი,
ყელშიმც დასცემენ დანასა!
თქვენს მეტი არვინ გვიამბობს
ხმელეთის, წყლეთის ამბავსა.”
მარცხნით გერგეტი ამდგარა,
მეფე მეფურად მზირალა,
მარჯვნით ბორბალა ერყევა,
როგორც ობოლი მტირალი…
გერ, ნისლებიც დაიძრა,
როგორც სულები მკვდრებისა,
ცაზედ ვარსკვლავნი დაბნელდენ,
დაბლა - თავები მთებისა.
ღარა გამიგია-რა
აქ გასავალის გზებისა!..
მთათ სძინავთ, არ იღვიძებენ,
შიში არა აქვსთ მტრებისა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026