kids.ge logo

რამ შემქმნა ადამიანად

ფავორიტებში დამატება
რამ შემქმნა ადამინად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავი მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
სე ოხრად და ტივლადა!

ცაშივე ამიტაცებდა,
თან მატარებდა შვილადა.
სე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფილე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.

გავიხარებდი, მთა-ბარსა
დეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა.
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არე-მარესა.

თოვლად ქცეულსა გულში
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცედა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026