kids.ge logo

რამ გაგაჩინა, ქალაო

ფავორიტებში დამატება
რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..
ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დატირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
სეც მზებას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026