kids.ge logo

მხედართა ძველი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულში
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი - სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
სე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
წყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი სისხლით ბანასა.
ბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
კან ვერ დაგვახენებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,

არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
სე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026